|
2023-05-25 15:13:41, 990 ნახვა
პოლიტიკა
RTVI - Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს
ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს. აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა რუსულ გამოცემა RTVI-ს განუცხადა. გამოცემის ცნობით, ტრანზიტული რეისების გაშვება ევროპის 5 ქალაქში - მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკასა და სალონიკში იგეგმება. "დავიწყებთ 15 ივნისიდან. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისიდან იქნება უფრო კომფორტული და სწრაფი, ვიდრე სხვა მიმართულებებზე",- განაცხადა გაიაშვილმა. გაიაშვილის თქმითვე, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება. "ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ის აღარასოდეს შეწყდეს",- დასძინა გაიაშვილმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)