|
2023-05-25 14:56:40, 682 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, თუმცა ამას არავის ვაყვედრით
დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, -ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, თავის დროზე, პარტიამ თავი შეიკავა იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ვინაიდან ეს პარტნიორებთან ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ აყენებდა. "არსებობს საკითხები, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის იყოს ცნობილი და რომელზეც ასე ღიად ჩვენ საზოგადოების წინაშე არ და ვერ ვლაპარაკობდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ვუფრთხილდებით მათთან ურთიერთობებს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის პერსპექტივები, ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული საკითხები და მეორე მხრივ, მისი ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი. თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ჩვენ ამას არავის ვაყვედრით, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ",- განაცხადა მდინარაძემ.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)