|
2023-05-25 14:02:41, 682 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ქვეყნისა და ხალხის სიყვარული
ის შემოტავები და ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება ამ ადამიანის მიმართ, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ამ ადამიანს ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ეს არის ქვეყნისა და ხალხის სიყვარული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილი მეცენტია, რომელმაც ქვეყნისთვის ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. "ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. არის ძალიან ბევრი პროექტი - შემიძლია ჩამოვთვალო ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული. იგივე ჩვენი კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა. არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 2011 წელს ამ ადამიანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, რაც რა ვიცი ახლა, ისეთი ადამიანისთვის, როგორიც იყო ბიძინა ივანიშვილი, თავისუფლად შეეძლო, უარი ეთქვა ამ ყველაფერზე, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარ პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ეს ადამიანი შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე; განიცდის, განიცდიდა რა ხდებოდა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გადადგა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ის შემოტავები და ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება ამ ადამიანის მიმართ, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ამ ადამიანს ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ეს არის ქვეყნისა და ხალხის სიყვარული",- განაცხადა კალაძემ.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)