|
2023-05-25 13:58:00, 993 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს
ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოჩენას უკრაინის სანქციების პორტალზე. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. "ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დეფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და აღნიშნა, რომ მის მიმართ არის გარკვეული მოთხოვნა და არ შეასრულებს არცერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზეა ნახსენები, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. როგორც პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან და ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით. ამასთან, 11 მაისს, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისთვის სანციების დაწესების მიზნით მიმართა.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)