21:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 11:58:41, 1794 ნახვა

ომი უკრაინაში
პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტიდან „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.

პრიგოჟინის თქმით, ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი 1-ელი ივნისამდე, ბახმუტის უკანა ბანაკებში გადავა.

"ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. [...] 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ მათ, ვისაც მთავარი როლი ჰქონდა ბახმუტის აღებაში",- განაცხადა პრიგოჟინმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 20 მაისს, პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შესახებ გამოაცხადა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქის ჩაბარებაზე ინფორმაცია არ დაადასტურა.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 22 მაისს, განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებდნენ.

უფრო ადრე, 4-5 მაისს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ.

ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან პოზიციები ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმისთვის გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics