19:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 10:57:57, 1437 ნახვა

ომი უკრაინაში
სკიბიცკი - პუტინი ამჩნევს, რომ ვუახლოვდებით - შესაძლოა ეშინია, საკუთარმა ხალხმა არ მოკლას

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინული სპეცრაზმის მიერ განადგურების „კანდიდატთა“ სიის სათავეში დგას. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

სკიბიცკიმ დაადასტურა, რომ რუსეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები უკრაინის სხვადასხვა დეპარტამენტის დამსახურებაა.

"ის (პუტინი) ამჩნევს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით, მაგრამ შესაძლოა, მას ეშინია, საკუთარმა ხალხმა არ მოკლას. ის ახლა იწყებს თავის გამოყოფას და თუ ასეა, მაშინ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, ეს ნამდვილად ის არის თუ არა",- ამბობს სკიბიცკი.

მისივე თქმით,  უკრაინული დაზვერვა „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას ცდილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics