21:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 16:43:39, 1409 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - თუ რუსებს სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, ეს ასე არ არის, ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია

თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, ბახმუტის მიმართულებით ბევრი რუსი სამხედრო დაიღუპა, გარდა ამისა, განადგურდა მათი სამხედრო ტექნიკა.

"თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია. ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების დიდი რაოდენობა დაიღუპა. არა მხოლოდ "ვაგნერელები", არამედ სპეცრაზმელები, მედესანტეები და რუსეთის არმიის სხვა შტოების წარმომომადგენლები. განადგურდა დიდი რაოდენობით [სამხედრო] ტექნიკა და დახარჯეს უზარმაზარი საბრძოლო მასალა", - განაცხადა დანილოვმა. 

შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, "ვაგნერის" ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსებმა საბოლოოდ მოახერხეს ბახმუტის დაკავება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და დასძინა, რომ ბახმუტში ვითარება კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics