22:11 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 15:24:51, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კიევშია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში ჩავიდა. უოლესი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრისას უსაფრთხოების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

"ჩვენ განვიხილეთ ნატო-ს პერსპექტივა უკრაინისთვის, ვილნიუსში მომავალი სამიტის კონტექსტში. მათ შორის, უკრაინის ხედვა ევროპაში მშვიდობის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულის გამოყენებით",- განაცხადა რეზნიკოვმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინამ  Storm Shadow-ს რაკეტები, რომლებიც შორ მანძილზე გამოიყენება, უკვე მიიღო.

"უკრაინამ მიიღო Storm Shadow-ს რაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შორ მანძილზე. ეს არის პირველი შორი დისტანციის რაკეტები, რომლებიც უკრაინას მისმა მოკავშირეებმა გადასცეს იმ მიზეზით, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი შორი დისტანციური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ",- თქვა ბენ უოლესმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics