|
2023-05-24 14:30:32, 767 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრემიერს კატარში არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა
პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა,- ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურმა ქვეყნის პრიორიტეტებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით "ყველა აქცენტი" გააკეთა. "პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას. პრემიერი მათ შორის შეეხო, ბუნებრივია, იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული... ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი - ჩვენ არ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას",- ამბობს კობახიძე.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)