|
2023-05-24 13:42:33, 774 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ, ლონდონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში შეხვედრები გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ალისია ქერნზს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, რობინ უოკერს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო განზომილების მეტად გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ნატო-ს გაფართოებაზე და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია მიმდინარე წელს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა განათლების გაციფრულებაზე, რაც განათლების სფეროში ელექტრონული სისტემების განვითარებას გულისხმობს. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ბრიტანელ კოლეგებს გააცნეს ის პროექტები და გეგმები, რომელიც ქვეყანას აქვს, მათ შორის, განათლების კოდექსის მიღებასთან, პროფესიული განათლების შესაძლებლობების განვითარებასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით. შეხვედრა ასევე გაიმართა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე საქართველოსთვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირში გაწევრიანება, რეგიონში და სამეზობლოში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. შეხვედრაზე ისაუბრეს დიდ ბრიტანეთში მოახლოებულ არჩევნებზე და ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, ასევე, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრის მიდგომაზე, როგორც უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან, ასევე ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი და ხათუნა სამნიძე",- ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)