16:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 13:33:49, 723 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ განათლების პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკები შეიქმნება

"თიბისი" მხარს უჭერს საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ბანკსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სიმბოლურია, რომ პარტნიორებმა 23 მაისს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოაწერეს ხელი, რომელიც სწორედ "თიბისის" მხარდაჭერით შეიქმნა. მუზეუმისთვის ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში "თიბისის" დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა.  

აღნიშნული შეთანხმებით კი პარტნიორობა ამ ორ ინსტიტუციას, შორის კიდევ უფრო ფართოვდება.

"თიბისის" მხარდაჭერით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის თურქეთის ქალაქ, სინოფში, ქართული წიგნების სივრცე მოეწყობა. კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის ინიციატივა ქართველი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მწერლის შემოქმედების გაცნობას მოიაზრებს. 

„თიბისი", თავისი არსებობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის მხარს უჭერდა განათლების ხელმისაწვდომობასა და კულტურულ-შემეცნებით ინიციატივებს. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება და სხვადასხვა აქტივობით საქართველოსთან მათი კავშირის კიდევ უფრო გამყარება“ - მარიამ თავბერიძე, "თიბისის" მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი. 

"თიბისისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრატეგიულ პარტნიორობას წინ უძღოდა 2015 წელს, ემიგრაციის მუზეუმის დაარსება, რაც ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

"თიბისი" მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics