|
2023-05-23 19:52:43, 876 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს
ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები, ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" დასუსტდეს და მათმა მხარდამჭერებმა, "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ მხარი. „ქართული ოცნების“ მომხრე, რომ იყო მიშას და ენმ-ის წინააღმდეგიო, იმ ადამიანებს რატომ ეკონტაქტებიო, რატომ ესაუბრებიო, რატომ აძლევ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ მხარიო და მიშა აღიარონ პოლიტიკურ დევნილადო... რატომ მუშაობო და რატომ ზრდი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობასო ... მტერს რატომ ასუსტებო ... ჯერ სად ხართ ?! ... ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები, ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება ქართული ოცნების ყოფილ აქტიურ წევრებს, რომლებსაც აღარ სურთ ივანიშვილი. მოტყუებულად თვლიან თავს და არ სურთ საქართველოს გარუსება. ბევრი ადამიანია, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა 2012- ში, 2016- ში, 2020- ში, მაგრამ ახალ რეალობაში რუსული პოლიტიკის, რუსული პარტიის წინააღმდეგია და სურს ნაციონალურ მოძრაობას დაუჭიროს მხარი. დიახ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ოცნება" დასუსტდეს და მათ რომ უჭერდნენ მხარს, ახლა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ. მიშას, რომ აუგად მოიხსენიებდნენ, ახლა პოლიტიკურ დევნილად აღიარონ... ბევრს ვიშორმებ აუცილებლად ამ საკითხებზე. გუშინ შეხვედრაზე ათობით ომის ვეტერანი იყო, ვისაც საკუთარი მკერდით უბრძოლია რუსების წინააღმდეგ, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად.” - წერს ხაბეიშვილი.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)