|
2023-05-23 12:08:49, 797 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს
რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას, რომ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. პაპუაშვილის თქმით, არცერთ უცხოელ პოლიტიკოსსა და სტრუქტურის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ფრენებით რომელიმე სანქცია ირღვევა. "კიდევ ერთხელ, უნდა შევხედოთ, აქაც მნიშვნელოვანია, ჩვენ აღქმებს არ ავყვეთ და შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი არის შემდეგი. აქ არანაირ აღდგენებზე არ არის საქმე. საქართველოს არასდროს თავის მხრიდან არ შეუწყვეტია პირდაპირი ფრენები რუსეთთან, საქართველოს მხრიდან ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი რუსეთთან, მაშინდელი ხელისუფლება, შემდეგი ხელისუფლებაც არანაირ ბარიერს არ უქმნიდა პირდაპირ ფრენებს. პირდაპირი ფრენები დაკეტა რუსეთმა 2019 წლიდან და ახლანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა მაშინდელი გადაწყვეტილება უკან წაიღო. ამიტომ აქ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ის რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ჰქონდა აქამდე. მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, როცა საუბარი არის შეშფოთებებზე. დააკვირდით ამ განცხადებებს, არცერთ განცხადებაში, უცხოური პოლიტიკოსი იქნება თუ რაიმე სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება გვერდის ავლა სანქციის ან რომელიმე სანქციის დარღვევა. შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე სხვა მოტივაცია არის ამ შეფასებების უკან, მაშინ ამ მოტივაციებზე უნდა ისაუბრონ. ვინაიდან, ჩვენ არათუ ახლა, ერთ წელზედ მეტია, რაც განვაცხადეთ, რა არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. პოლიტიკა არის შემდეგი, ჩვენ ერთი მხრივ, არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და საქართველო არის კეთილსინდისიერი, არც ერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს და მეორე, ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. ამაზე არათუ ვსაუბრობთ, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა ერთ წელზე მეტია",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)