|
2023-05-23 11:56:03, 838 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ქალ დეპუტატებს - არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არაა, რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილებები იყო
არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არაა, რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილებები იყო,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი ქალი დეუტატების განცხადებას. პაპუაშვილის თქმით, რუსეთის ყველა გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო და საქართველოს გადაწყვეტილება არ მიუღია. "არანაირი მოლაპარაკებებზე საუბარი არაა. აქ საუბარია ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე რუსეთის მხრიდან, აქ საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია. ცალმხრივად იყო დაწესებული ვიზის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება. რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლას, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც ასევე დროამ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით. ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არაა საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ეს იყო კომერციული ტვირთვის მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად სომხეთს ეკუთვნოდა და საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, ვალდებულია სრული და თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე",- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ბრიფინგზე, ხელისუფლებისგან პასუხები მოითხოვეს იმაზე, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)