|
2023-05-23 09:53:04, 897 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი - რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა
რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩის თქმით, პოლიტიკური ძალა, რომელიც აცხადებს, რომ პროევროპულია, სურს NATO-სა და ევროკავშირში შესვლა და ამავდროულად მოსკოვს ეთამაშება - "რაღაც ახალი მოვლენაა". "დასავლეთი გადაწყვეტილებებს ნელ-ნელა იღებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, მას გამოაცხადებენ - რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა. პოლიტიკური ძალა, რომელიც აცხადებს, რომ არის პროევროპული, სურს შევიდეს NATO-სა და ევროკავშირში, ამავდროულად მოსკოვს ეთამაშება, რაღაც ახალი მოვლენაა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ დეკლარირებული აქვს პროევროპული კურსი, მოსკოვთან ურთიერთობებს აპატიებენ, არ აპატიებენ, მითუმეტეს, როდესაც ადამიანს ციხეში კლავენ",- განაცხადა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)