|
2023-05-22 18:09:44, 816 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს გამოყენებით არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა
საქართველოს ინდივიდუალურად არ აქვს დაწესებული სანქციები, თუმცა უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის გამოყენებით არ მოხდეს ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით საქართველო განუხრელად იცავს საფინანსო და სავაჭრო სფეროებში დაწესებულ სანქციებს. „როდესაც ვსაუბრობთ სანქციების ნაწილზე - ჩვენი და პარტნიორების მხრიდან, არაერთხელ ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული, რომ საქართველო იცავს საფინანსო სექტორში დაწესებულ სანქციებს, რომლებიც ეხება საფინანსო ოპერაციებს და ასევე, საქართველო იცავს სანქციებს, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებს. რაც შეეხება ავიასანქციებს - კომპანია, ბორტი ან თვითმფრინავი, რომელიც არის სანქცირებული, ვერ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და მიმდინარე ეტაპზე ამ პრინციპის განუხრელი დაცვით ხდება აღნიშნული ავიამიმოსვლა. ნებისმიერი - იქნება ეს ავიამიმართულება, საზღვაო თუ სახმელეთო, სანქციებთან მიმართებით - საქართველოს აქვს სრული შესაბამისობა. როდესაც საუბრობთ, რომ რომელიმე კომპანია ან რომელიმე თვითმფრინავი არის დასანქცირებული, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის, ასევე, სხვადასხვა უწყების მიერ, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში და ძალიან ნათლად არის ჩამოთვლილი, რა არის სანქცირებული და რა ითვლება სანქციების დარღვევად. ის, რომ სანქციებში მოხვდა რომელიმე კომპანია და მისი ოპერაციების რაღაც კატეგორია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიის თუ პირის ოპერირება სრულად შეიძლება იყოს აკრძალული. არსებობს კომპანიები, რომლებშიც მხოლოდ ინვესტირებაა აკრძალული, კომპანიები, რომელთა შემთხვევაშიც ტვირთის შეძენაა აკრძალული, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო არ გავიგოთ სიტყვა „სანქცია", მთავარია, რა იგულისხმება ამ სანქციის უკან. ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს გამოყენებით არ მოხდეს ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ეს არის მკაფიო ტექსტი, რომელიც შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობაშიც არის ქვეყანა", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)