|
2023-05-22 13:35:58, 689 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - მათი განცხადებები არის საქართველოს ევროინტეგრაციისა და მთლიანად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი
ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის გამიზნულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში არა ჩართვა, არამედ, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებით, მისთვის ხელის შეშლა. „ეს ადამიანები არიან საბოტაჟის რეჟიმში და თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს არის საბოტაჟი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ჩვენ ვისმენთ მათ ფარისევლურ განცხადებებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. თქვენ იცით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო პოლარიზაციის შემცირება და ეს ადამიანები ამ პოლარიზაციას პირიქით აღრმავებენ. არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ. არათუ მხარდაჭერა და დახმარება, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მომავალს, ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თბილისის მერმა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)