|
2023-05-22 13:29:22, 774 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ენმ-ზე - სააკაშვილი საზღვარზე ია-ვარდებით დარბოდა - დღეს უბრძანეს, რომ გაბრაზებულები უნდა იყვნენ და ამ თამაშს თამაშობენ
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები ფარისევლობაა. როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება, რის მიხედვითაც მოქმედებენ. „2008 წელს ომი იყო. დავკარგეთ ტერიტორიები. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო. თურმე, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა და ბიზნესის კეთება. მაშინ უბრძანეს, რომ ბიზნესს ხელი არ შეშლოდა, დღეს კი გაბრაზებულები უნდა იყვნენ. ამ თამაშს თამაშობენ. წლების წინ, როდესაც დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, სოფლები, ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, წერილებს უგზავნიდნენ რუსებს, მოეწყოთ კონცერტები. ეს შენიღბეს სახალხო ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად. სააკაშვილი საზღვარზე ია-ვარდებით ხელში რომ დარბოდა, ხომ გვახსოვს ყველას. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)