|
2023-05-19 18:44:25, 684 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური 7-8 მარტის აქციებზე - მიუხედავად, პოლიციის არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა
მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი და შეკრება-მანიფესტაცია გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ფორმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, შესაბამისად, აუცილებელი გახდა წინა რიგებში პოლიციის თანამშრომლების ჩანაცვლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი საშუალებებით. „მიუხედავად პოლიციელებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საპოლიციო კორდონები არ გადაადგილებულან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით და ისინი აგრძელებდნენ პარლამენტის შესასვლელების დაცვას. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გაეგრძელებინათ პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთიდან შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაზიარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ეს ხდებოდა 11-ის ნახევარზე. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირებით პოლიციის თანამშრომლებისთვის დამცავი ფარების წართმევა, მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)