|
2023-05-18 15:13:49, 667 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გამიხარდებოდა აშშ-ს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი
გამიხარდებოდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო გამარტივდეს ეს პროცესი,- აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, სტატისტიკის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოში გაცემული ვიზების რაოდენობა მცირეა. „მივესალმები იმას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება უვიზოდ იყოს შესაძლებელი. შეიძლება, ეს დღეს რთულად გასაკეთებელი იყოს, მაგრამ გაცემული ვიზების რაოდენობის სტატისტიკა რომ ვნახოთ, საქართველო ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება. გამიხარდებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო გამარტივდეს ეს პროცესი“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)