|
2023-05-18 14:56:22, 637 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ყველაფერი იყო გაკეთებული იმისთვის, რომ პრესის ფურცლებზე გაჩენილიყო სათაურები, თითქოსდა ვინმეს არ უშვებენ სააკაშვილთან
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღემდე იუსტიციის სამინისტროსთვის შესაბამისი ფორმით არავის მიუმართავს პოლონელი ექიმების სააკაშვილის მონახულების თაობაზე. „ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ ადამიანი მკურნალობდა შერჩევითად, შიმშილობდა იმისათვის, რომ წონაში დაეკლო, და უნდობლობა გამოუცხადა ხან კლინიკა „ვივამედს" ხან ქართველ ექიმებს და ითხოვდა უცხოეთში გადაყვანას. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან, მაგრამ მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით. დღემდე ეს არავის გაუკეთებია. ვსვამ კითხვას: თუკი თქვენ გულშემატკივრობთ ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც ამდენი ადვოკატია, ამდენი პოლიტკიური ლიდერი, ნუთუ არ არის შესაძლებელი, რომ ელემენტარული წერილი წარმოადგინონ კანონმდებლობით დაცული ფორმით? მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, კითხვაზე – იყო ეს გაკეთებული ნებსით ნუ უნებლიეთ? – გადავიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ეს ყველაფერი იყო გაკეთებული შეგნებულად, რათა გაჩენილიყო პრესის ფურცლებზე და მედიაში სათაურები, თითქოსდა ვინმეს არ უშვებენ მასთან. შევუშვებთ, ოღონდ მოითხოვონ. აქაც კი ცდილობდნენ იმას, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა ყოფილიყო გამოყენებული გარკვეული პოლიტიკური სკანდალისთვის და ეს ადამიანები საკმაოდ ოსტატურად წარმოაჩენდნენ ტყუილებს. მათი სტრატეგიაა, მთავარია, დაგაბრალონ, და მერე ამ უარყოფას უკვე აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს" – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)