|
2023-05-17 19:21:08, 1227 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩუკი ქარდავა - ზოგიერთ კანდიდატს დავუჭირე მხარი, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე არ ყოფილა
ვფიქრობდი, მიმეცა ყველასთვის ხმა თუ არა, მიმეცა ზოგიერთი კანდიდატისთვის ამ სიიდან ხმა თუ არა, მაგრამ ის რაც შეეხება "ქართული ოცნების" ინტერესებში რაც შედიოდა, იმ ხუთეულისთვის მე ხმა არ მიმიცია, - ამის შესახებ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა. მისივე თქმით, მან მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და ზოგიერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს "ქართული ოცნების" ინტერესებიდან გამომდინარე არ ყოფილა, როგორც თავად აღნიშნავს, მან პირადი გადაწყვეტილება მიიღო იქედან გამომდინარე, რომ ცალსახა და პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს არ სმენია. "ჟურნალისტების გამოძიებული საკითხი არ არის. ეს უფრო ვიღაცის ნაჭორავებს ჰგავს. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ ყოფილა. მე საერთოდ პერსონებთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება და გადაწყვეტილება არ მქონია. ვფიქრობდი, მიმეცა ყველასთვის ხმა თუ არა, მიმეცა ზოგიერთი კანდიდატისთვის ამ სიიდან ხმა თუ არა, მაგრამ ის რაც შეეხება "ქართული ოცნების" ინტერესებში რაც შედიოდა, იმ ხუთეულისთვის მე ხმა არ მიმიცია. ზოგიერთ კანდიდატს დღეს მხარი დავუჭირე. კენჭისყარში მონაწილეობა მე მივიღე, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახა და მკაფიო, პრინციპული პოზიცია რომ კენჭისყრაში არ ვიღებ მონაწილეობას, მე არ მსმენია", განაცხადა ქარდავამ "ფორმულასთან". ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)