|
2023-05-17 14:35:15, 675 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციის მიერ სხდომის დატოვებაზე - ბოლომდე აჩვენეს თავისი სახე
ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისი სახე აჩვენეს ბოლომდე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, "ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და კონსტიტუციით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი". „ერთი - ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი და მეორე - ხშირად საუბრობენ ხოლმე ცალკეული წარმომადგენლები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მათ როგორც ჩანს, არ ახსოვთ, რას ნიშნავს თავისუფალი მანდატის პრინციპი და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს ერთი - 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და მეორე - როგორ ესმით კონსტიტუციით დადგენილი, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი. თავის სახე აჩვენეს ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. გთხოვთ კიდევ ერთხელ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს იმისათვის, რომ შემდეგ მოხერხდეს კენჭისყრის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)