|
2023-05-17 09:27:57, 1352 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს
ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან დისკუსიის დროს განაცხადა. შეკითხვაზე - „რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ?“, ბლინკენმა განაცხადა: „არასოდეს თქვა არასოდეს“. European Pravda-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებენ, ეს აიძულებს აშშ-ს დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ქვეყნებზე, რომლებიც კრემლთან ერთად მოქმედებენ. მედიის ცნობითვე, მანამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ უარყო რუსეთის მოთხოვნა ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადების შესახებ და განაცხადა, რომ ეს დაბლოკავდა ყოველგვარ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)