|
2023-05-16 09:36:43, 1010 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს - მედია
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, დაახლოებით, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყება ადასტურებს, რომ გამოაშკარავებულია მასშტაბური კორუფცია უზენაეს სასამართლოში და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან ჩხრეკა ხორციელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კნიაზევი ფულს ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან იღებდა. მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა უზენაესმა სასამართლომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ კნიაზევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 43 წლის ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)