|
2023-05-14 17:04:08, 751 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პარტიის ქალთა ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა, რისთვისაც ორგანიზაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. კობახიძის განცხადებით, ღონისძიებაზე ქალთა ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. „ერთი წლის წინ დაფუძნდა პარტიის ქალთა ორგანიზაცია და დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ერთი წლის იუბილეს, სადაც პირველი ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ქალთა ორგანიზაციამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო აქტიური იქნება მომდევნო წლები. ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რისთვისაც მადლობა ორგანიზაციის თითოეულ წევრს. დღეს გაიმართა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის და რეგიონული საბჭოების წევრების შეკრება, სწორედ იმისათვის, რომ განგვეხილა გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)