|
2023-05-14 13:08:50, 769 ნახვა
მსოფლიო
სუდანში, სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, საბრძოლო მოქმედებები განახლდა
სუდანის დედაქალაქ ხართუმში, დაპირისპირებული მხარეების სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, საბრძოლო მოქმედებები განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, მძიმე ბრძოლები, დედაქალაქის გარდა, მიმდებარე რაიონებშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დღეს, 14 მაისს სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში, გაერო-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით მოლაპრაკებები უნდა გაიმართოს. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, თუმცა ზავის პირობები არაერთხელ დაირღვა. 15 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებმა დედაქალაქ ხართუმიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. სუდანში იმყოფებოდა საქართველოს 35-მდე მოქალაქეც, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც 27-28 აპრილს მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)