09:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 00:05:06, 1196 ნახვა

სამართალი
შსს უარყოფს, რომ დღეს დაჯარიმებულ მანქანას კანონიერი ქურდი საშა სევერი მართავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ავტომობილი სანომრე ნიშნებით "ვორ 333" კანონიერი ქურდი "საშა სევერი" არ მართავდა.

შსს-ს ცნობით საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოხდა აღნიშნული სანომრე ნიშნით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და მისი დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
"სატრანსპორტო საშუალებას მართავდა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საზღვარი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა 2020 წელს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომანქანა და რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმეს." წერია განცხადებაში.

შსს-ს მტკიცებით, რაც შეეხება პირს, რომლის სახელს და გვარს ავრცელებს მედია, აღნიშნული პირი სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს. 

მედიის ცნობით, საპატრულო პოლიციამ თბილისში გააჩერა ავტომობილი სანომრე ნიშნებით "ვორ 333", დიდი ალბათობით მას თავად კრიმინალური ავტორიტეტი მართავდა, თუმცა სამართალდამცველებისთვის ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასაკავებლად. უცნობია როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი კრიმინალურმა ავტორიტეტმა და რა  მიზნით იმყოფება ის საქართველოში.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საშა სევერმა თბილისი დღეს დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics