|
2023-05-12 10:40:30, 786 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკის სტაბილურად გაზრდის მიუხედავად, ჩვენი ბიუჯეტი პროპორციულად უფრო მეტით გაიზარდა - ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური გარანტიები, ბოლო წლების პოზიტიური ტენდენცია და დინამიკა - თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი სასაუბრო თემა იყო გადაცემაში „იმედი LIVE“. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასთან ერთად, პროპორციულად, უფრო მეტით გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელმაც წელს 26% შეადგინა. „არ მინდა, ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მხოლოდ სოციალურ პროექტებს ვაფინანსებთ. გარდა იმისა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, წელს პირველი იანვრიდან მოემატათ ანაზღაურება 20%-ით, იგივე გავაკეთეთ ჩვენ პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს, გავუზარდეთ ანაზღაურება. მას შემდეგ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ტემპს“, - განაცხადა მან. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროპორციულად გაიზარდა დაფინანსება, სამხედრო შეიარაღებაზეც და ამ კუთხით ძალიან დიდი პროექტებია დაწყებული. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებებია დადებული ხელის გადასატანი, ერთჯერადი ყუმბარების შესყიდვაზე ესპანურ კომპანიასთან, გერმანულ კომპანიასთან. მიმდიანრეობს მუშაობა „ელბიტთან“, რომელიც გახლავთ ისრაელის წარმოება, ანტი-დრონებზე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ მახათას მთაზე მიმდინარე ,,ჯარის ქალაქის " მშენებლობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მშენებლობა დასრულებულია და ტერიტორიაზე მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც 1 თვეში დასრულდება. მინისტრის თქმით, ეს პროექტი იქნება განგრძობითი ხასიათის და ამის ვალდებულებას სახელმწიფო აიღებს კოდექსით, რომ მომავალშიც იზრუნებს სამხედრო მოსამსახურეებზე. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, გრძელდება მიდგომა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, რაც მოტივაციას უქმნის სამხედრო მოსამსახურეებს.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)