|
2023-05-11 15:18:45, 881 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ სტანო - EU მოუწოდებს საქართველოს, არ შეუშვას რუსული თვითმფრინავები მის ტერიტორიაზე და შეუერთდნენ სანქციებს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და არ შეუშვას რუსული თვითმფრინავები მის ტერიტორიაზე,- აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს თქმით, ევროკავშირი არ აძლევს თავის ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენის უფლებას და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მიბაძოს მას. „ევროკავშირმა აკრძალა თავისი ავიაკომპანიების ფრენები რუსეთის მიმართულებით და მის თავზე და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, შეუერთდნენ ამ სანქციებს. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს საქართველოს, არ შეუშვას „არაუსაფრთხო“ რუსული თვითმფრინავები მის ტერიტორიაზე, რადგან ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები რუსეთს არ აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს ამერიკული და ევროპული თვითმფრინავების ლიცენზირებული ტექნიკური მომსახურება“,- განაცხადა სტანომ. ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)