|
2023-05-11 14:41:58, 952 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით - პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა
ამოსავალი წერტილი, რა შემთხვევაში შეიძლება ვითანამშრომლოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახთან ევროპაში, არის ღირებულებითი თავსებადობა. ამ კუთხით, ჩვენ გვქონდა პრობლემები „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ თანდათან შეიცვალა მიმართულება და ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი გახდა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ არასდროს მიუღია მხარდაჭერა აღნიშნული პარტიისგან იმის მიუხედავად, რომ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, კობახიძის თქმით, მომავალში, ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებისთვის მმართველ პარტიას ორი კრიტერიუმი ექნება: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა. „ჩვენთვის მიუღებელია ის ფსევდო-ლიბერალური მიმართულება, რომელიც დღეს უკვე ერთგვარ წითელ ხაზად გასდევს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ საქმიანობას - ადრე ეს ასე არ იყო, თანდათანობით უფრო მეტად იკვეთებოდა. მეორე არის ლოიალობა: როდესაც შენ ხარ პოლიტიკური ოჯახის წევრი, ევროპული პოლიტიკური პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, მათგან ელოდები მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2015 წლიდან ვართ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი, თუმცა, თქვენ თუ გაიხსენებთ რომელიმე ხმამაღალ განცხადებას? გახსოვთ უამრავი განცხადება „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მხრიდან. ისინი პირდაპირ კრიმინალებს უჭერენ მხარს, იმის გამო, რომ მართალია, ისინი კრიმინალები არიან, მაგრამ მათი პარტიის კრიმინალები არიან. ასეთ დროს, „ქართული ოცნება“ როდესაც არ იღებს არავითარ ხმამაღალ მხარდაჭერას „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ანუ, ორი კრიტერიუმი გვექნება: ერთ არის ღირებულებითი თავსებადობა და მეორე - სათანადო პოლიტიკური ლოიალობა და მხარდაჭერა შესაბამისი ევროპული პარტიის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ შემთხვევაში არ გვქონდა. იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ამ ორი ასპექტით: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)