|
2023-05-10 12:11:57, 968 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი პაპუაშვილს - აუდიტი დაინტერესდეს გელათით, ჯვრის მონასტრით, საყდრისით, ტყე რომ აჩუქა ღარიბაშვილმა ცოლს
აუდიტი დაინტერესდეს მაგალითად გელათის ამბით, ჯვრის მონასტრის ამბით, საყდრისით, ტყე რომ აჩუქა ღარიბაშვილმა ცოლს, ნარმანიაც არ ჩამორჩა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. ხაბეიშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირის განცხადება არის "რუსული ოცნების“ შანტაჟი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროევროპულ პროპაგანდაზე მუშაობენ. „რუსული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს დაინტერესებულა მაგალითად გელათის საკითხით, რომელიც ინგრევა და არასდროს არ უთქვამს, რომ აუდიტის სამსახურმა რამე უნდა იმოქმედოს; არასდროს არ უთქვამს საყდრისთან დაკავშირებით, როცა ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა და მილიარდობით ლარი მოიპარა, არ მახსოვს მაშინაც ეთქვა გამოვიძიოთო ან მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ხალხის ქონება, ტყე აჩუქა და არასდროს ამაზე ხმა არ ამოუღია. ცხადია, ესეც არის "რუსული ოცნების“ კიდევ ერთი შანტაჟი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროევროპულ პროპაგანდაზე მუშაობენ და არა რუსულზე. პოლიტიკური სამიზნეები ჰყავთ და არა ის, რომ რამე აინტერესებთ. აუდიტი დაინტერესდეს მაგალითად გელათის ამბით, ჯვრის მონასტრის ამბით, საყდრისით, ტყე რომ აჩუქა ღარიბაშვილმა ცოლს, ნარმანიაც არ ჩამორჩა. ფული, რომელიც იდება ჩვენს განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, მაგალითად რიკოთის უღელტეხილზე 4 მილიარდი დოლარი იხარჯება, მათ შორის პარტიები, რომლებიც არიან პროდასავლურები და არა პრორუსული, იმ პარტიებს თუ ეხმარებიან იმისთვის ეხმარებიან, რომ გაძლიერდეს პროდასავლური გავლენები საქართველოში, ეს ყველასთვის მისაღები უნდა იყოს",- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყალბი ორგანიზაციებით ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ინვესტირება ხდება, საკითხით კი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)