|
2023-05-09 16:19:34, 767 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე „რუსეთუმეს“ იარლიყს მოგაკერებენ
თბილისის მერი კახა კალაძე რიგი მედიასაშუალებების მიერ რეპერ „მასტერის“ დაბლოკვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და კლიპის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მაშინვე „მოკვეთილი იყო ყველაფრიდან“. „აქ სიახლე არაფერია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე არის მცდელობა, მოგაკერონ „რუსეთუმეობა“. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივეს აკეთებდნენ, ახალი არაფერი ხდება. თქვენ რა, არ გახსოვთ, მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, მოკვეთილი იყო ყველაფრიდან? ხომ არ დაგვავიწყდა ეს რეალობა? დღეს იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ბერკეტები არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ. შეიძლება საკუთარ ტელევიზიაში არ დაპატიჟონ, დააბულინგონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, სახლში მიუცვივდნენ და ასე შემდეგ. ესენი არიან ჩამოყალიბებული ფაშისტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)