|
2023-05-09 16:08:28, 749 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მოკვლევის დაწყება ჩვენი უწყებების დამსახურებაა და ამის შემდეგ დაიწყო „ბიბისიმ“ ჟურნალისტური გამოძიება
„ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება და ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საქმის გამოაშკარავება და მასზე მოკვლევის წარმოება ქართული საგამოძიებო უწყებების დამსახურებაა. „პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურება. სუს-ის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. სანამ ტელეკომპანია „ბიბისი“ ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, არ გქონდათ ინფორმაცია და არაფერი გსმენიათ ამ თემაზე? ყველამ იცოდა, რომ პრობლემა იყო ეს „ქოლცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან. ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება, კონკრეტული საქმის მასალების მოკვლევა. შემდეგ კი ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა იყო. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)