02:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 17:05:00, 1474 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს კიევს ეწვევა

9 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა.

პრესსპიკერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"პრეზიდენტი კიევში იქნება ხვალ, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას დაუდასტურებს. ეს ვიზიტი ევროპის დღეს ჩატარდება. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღეს აღნიშნავენ",- თქვა ერიკ მამერმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics