|
2023-05-08 16:37:36, 863 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი პრემიერის CPAC-ში მონაწილეობაზე - ემსახურებოდა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რაზეც ჩვენი ერი დგას
პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას,- ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობას. წულუკიანის თქმით, "ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთმანეთის უფლებების, რწმენის და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ისე რომ არავის უფლება არ დაირღვეს". „პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომლებზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და მოიყვანა ჩვენი ერი და სამშობლო, მართლმადიდებლურ რწმენას ვგულისხმობ. ეს არის შემწყნარებლობა, პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დაცვაში, როგორც ვიყავით ყოველთვის, ერთიანები. ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს ბრძოლაში აძლიერებდა, საკუთარი ქვეყნისთვის და ეს ღირებულებები ყველაფერი თავმოყრილი იმისთვის, რომ ჩვენ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ როგორც ერი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა. როგორ უნდა გადავრჩეთ?! უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს რომელთა სადარაჯოზეც მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით ჩვენი მომავალი თაობებიც კიდე უფრო აქტიურად ამ ღირებულებების საფუძველზე აღიზარდონ... ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო მიუხედავად მისი სიდიდისა, არის დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე, დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში უფლებების დაცვა ერთმანეთისა, რწმენის დაცვა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ისე რომ არავის უფლება არ დაირღვეს",- განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. "ევროპელი სოციალისტების პარტიამ" (PES) ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა დაგმო და მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავს. პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)