|
2023-05-05 13:28:32, 907 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე - „ქოლცენტრებით“ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან ევროპელ ლობისტებთან
პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მიღებული თანხით, ფინანსდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, ე.წ. ომის პარტიის წარმომადგენლები და ევროპელი ლობისტები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან. „ქოლცენტრებით" ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან, პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან!“- წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე. სააგენტო „პრაიმ-ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)