|
2023-05-04 23:07:24, 892 ნახვა
პოლიტიკა
კარპენტერი - საქართველოს მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯით საკმაოდ შეშფოთებულები ვართ
აშშ დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ამას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად მხარდაჭერისა აშშ პარტნიორებთან ერთად შეშფოთებულია საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით, როგორიც იყო "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი, ამასთან ერთად სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიასთან დაკავშირებული საკითხები. „თუმცა გულწრფელად, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯით. ამ ნაბიჯებს შორის არის კანონპროექტის წარდგენა, რომელიც ითვალისწინებდა უცხოური აგენტის სტატუსის მინიჭებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და რომელიც შემდგომში იქნა გაწვეული. მე ვიცი, რომ აშშ ბევრ ევროპელ პარტნიორთან ერთად იქნებოდა ღრმად შეწუხებული, ამგვარი კანონმდებლობის მიღება რომ ენახა, რომელიც, მრავალმხრივ ასახავს რუსულ კანონმდებლობას. არის სხვა საკითხებიც, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მედიასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა ჩვენ მოწოდებული ვართ, ვიმუშაოთ ქართველ პარტნიორებთან ერთად მათი დემოკრატიის გასაძლიერებლად და მათი ევროატლანტიკური გზის ხელშეწყობისთვის, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. სწორედ ამაზე იქნება ჩვენი ფოკუსი მიმართული და ვაპირებთ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას. მაქვს აქტიური საუბარი ეუთო-ში ჩემს ქართველ კოლეგასთან ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)