|
2023-05-04 22:02:09, 879 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შსს-ს მინისტრის გადადგომას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შსს-ს მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, დედაქალაქის ცენტრში ქურდული და კრიმინალური გარჩევა ყოველდღიურ მოვლენად იქცა, რაც მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე და იმ სტრუქტურების გაუმართაობაზე, რომლებმაც საზოგადოების უზრუნველყოფა და დაცვა უნდა მოახდინონ. „დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა მოსახლეობისთვის და ადამიანებს ბავშვების გამოშვების ეშინიათ გარეთ, ეშინიათ გადაადგილების, რადგან უმისამართო სროლებია კვირაში სამჯერ დედაქალაქში. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბიზნესმენს ესროლეს, ახლა ვხედავთ, რომ მოკლულია ადამიანი, დაჭრილებიც არიან, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე და იმ სტრუქტურების ვერ მუშაობაზე და გაუმართაობაზე, რომლების უზრუნველყოფაც უნდა მოახდინონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვით და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, შსს-ის მინისტრის და პირადი მოურავების, რომლებმაც დედაქალაქი გადააქციეს მაფიის ცენტრად. ამ ქვეყანაში გადაადგილება ფაქტობრივად უკვე არის ძალიან საშიში. უმნიშვნელოვანესია სასწრაფო გადადგეს შსს მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ევალებათ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. მათ ეს არ შეუძლიათ, არ გამოდით და შესაბამის ფაქტებს ვხედავთ ჩვენ დედაქალაქში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)