|
2023-05-04 16:22:25, 829 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა
არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლას. მდინარაძის თქმით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და სწორედ ამ პათოსით იყო გაჟღენთილი პრემიერის სიტყვაც. "არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება - ამისთვის ეროვნული ტრადიციების დაცვა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და შენი კულტურის, შენი გუშინდელი დღის შენარჩუნების პარალელურად, ზრუნვა ხვალინდელზე, განვითარებაზე, ევროპელობასა და პროგრესზე. ეს არის მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად და სასიცოცხლოდ სჭირდება. პრემიერის სიტყვაც ამ პათოსით იყო გაჟღენთილი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას აბსოლუტურად სწორად იგებს და დიდ უმცირესობაში არიან ის ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამას სხვა სახელს არქმევენ",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას (CPAC) სიტყვით დღეს, 4 მაისს მიმართა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)