|
2023-05-03 17:40:38, 827 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი - გვაშფოთებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ რეფორმას აფერხებს
გვაშფოთებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ რეფორმას აფერხებს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. აპატურაის თქმით, გზავნილი, რომელიც პარლამენტარებს გადასცა საიდუმლო არ არის - რეფორმები უნდა გაგრძელდეს. "გზავნილი, რომელიც პარლამენტარებს გადავეცი საიდუმლო არ არის და მარტივია - რეფორმები უნდა გაგრძელდეს, გვაშფოთებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ რეფორმას აფერხებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას პრემიერს უთხრა, რომ იმედის მომცემი იყო ჩვენთვის, რომ სადავო კანონი უკან იქნა გაწვეული და მითხრეს დღესაც, რომ აღარ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ეს იყო პოლარიზების ილუსტრირება. იმედგაცრუებული ვარ, რომ არ მხრივ, გამოსწორებული არ არის სიტუაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი იყოს",- განაცხადა აპატურაიმ. ცნობისთვის, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს, 3 მაისს ეწვია. აპატურაი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დიპლომატებს შეხვდა. შეხვედრის თემა NATO-ს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის იყო.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)