|
2023-05-03 14:10:39, 768 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე - „ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია არ აპირებს კანონპროექტის მიღებას, რომელიც „ლგბტ პროპაგანდის“ შეზღუდვას ეხება. მდინარაძის თქმით, აღნიშნულს თავისი არგუმენტები აქვს, რომელთა შორის მთავარი არის ის, რომ ინიციატივა სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება. „ქართულ ოცნებაში“, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არ განიხილება, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. და მესამე, მე პირადად, და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მართალი. პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა სჯობს დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები. მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“,- განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს. „ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნაცმოძრაობა, მისი კლასტერი და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება. გავიმეორებ, სამართლებრივი მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ თქვენ რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით, შეიძლება ისარგებლებთ და მესამე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა. აბსოლუტურად სხვა რამეა ადამიანების, ნებისმიერი ჯგუფის უფლების დაცვა, რასაც განუხრელად მისდევს ჩვენი ქვეყანა, არაერთი კანონია ამასთან დაკავშირებით მიღებული და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს. ამისგან რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა“,- დასძინა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, კანონპროექტის მომზადება იგეგმება.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)