|
2023-05-02 14:03:43, 804 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - კვლევები არ არის IRI-ს ძლიერი მხარე - ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?! [ვიდეო]
IRI კარგი ორგანიზაციია, მაგრამ კვლევები არ არის მათი ძლიერი მხარე - ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზარქუამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, IRI-მ კვლევებით ავტორიტეტი შეილახა. „მინდა, IRI-ის კვლევას შევეხო. კარგი ორგანიზაცია, აფინანსებენ ტრენინგებს, მეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს კვლევები არ არის თქვენი ძლიერი მხარე, შეეშვით, თქვე დალოცვილებო. 30%-იანი ცდომილება როგორ უნდა დაწერო... მოსახლეობამ ვიცით, ვის როგორი რეიტინგი აქვს და მესამე ვადით სწორედ ამიტომ ვართ. ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა, შუალედურ არჩევნებში გამოჩნდა. ვერცერთში მიიღეს მონაწილეობა. მე სხვა რამეზე ვწუხვარ. ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე, არჩევნების დროს რომ მიიღოს 30-40%-იანი სხვაობა, ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ მერე? არ გრცხვენიათ? რატომ აკეთებთ ამას? დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა ჩემს ხაბეს, 14%-იანი პარტიის ლიდერს, თქვა - მოვედი და დაეტყო პარტიასო. რატომ აკეთებთ ამას? შეცდომაში შეყვანა უნდა რადიკალურ ოპოზიციას? ისედაც ერთმანეთს კომპიუტერებს ართმევენ, ისე გაკოტრდნენ ყველანაირად - მორალურადაც და პოლიტიკურადაც. IRI-ის მივმართავ, არ არის ეს თქვენი საქმე, კონცენტრირდით, წაგიყვანთ წალენჯიხაში, უამრავი თემაა, ახალგაზრდები გადავამზადოთ, შეგიძლიათ, კარგი პროგრამები გაქვთ. არ არის ეს კვლევა თქვენი თემა, მერამდენედ უნდა შეილახოთ ავტორიტეტი. ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ? ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება. ხაბე მზარდია შენი რეიტინგი, მაგრამ მთლად 14-მდე არ არის, ბიჭო, არ დაიჯერო“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ სიტყვით გამოსვლისას.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)