|
2023-05-01 12:15:36, 731 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია
„ოპოზიციის წარმომადგენლებმა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს. „ცხადია, თუ რატომ არ მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა. ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს ქვეყანაში განულებულია. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მხარდამჭერები შემორჩენილი, მაგრამ დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილია „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებით. ეს კონკრეტული შუალედური არჩევნებიც ამის დამადასტურებელია - საზოგადოებამ დაინახა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, არჩეულ კანდიდატებს კი წარმატებები უსურვა. „მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო არჩეულ კანდიდატებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)