|
2023-04-28 23:31:28, 1068 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - ეს არის ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია
გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, არის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვებისა და ანალიზის შემდგომ, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვარს, სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, სადაც რუსეთი კიდევ ერთხელ გამტყუნდა. „გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, არის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ იმ დავების შესახებ, რომლებიც იყო რუსეთის წინააღმდეგ. პირველი – ეს იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე, რომელზეც უკვე არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება. რუსეთს დაეკისრა უკანონოდ დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონის გადახდა; შემდგომ – ეს იყო 2008 წლის ომის საქმე, სადაც 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების თანახმად, დადგინდა ის დარღვევები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა ის ფაქტი, მათ შორის, სამართლებრივად, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. შემდგომ გაგრძელდა ეს საქმე და ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვების და ანალიზის შემდგომ, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვარს, სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)