|
2023-04-28 15:21:58, 1541 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია - ივანიშვილის სანქცირების დროა
საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია,- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს. გონჩარენკოს თქმით, PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები და ახლა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა. "საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა",- წერს გონჩარენკო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენოციდად აღიარა უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და იძულებითი გადაყვანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)