08:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 11:57:17, 1482 ნახვა

ომი უკრაინაში
FBI ეხმარება უკრაინას შეაგროვოს მონაცემები რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო FBI და რამდენიმე ამერიკული კომპანია ეხმარებიან უკრაინას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში, იტყობინება Reuters ვაშინგტონში თავის წყაროებზე დაყრდნობით.

ეს ძირითადად ეხება ციფრულ ინფორმაციას, როგორიცაა ზარების მოსმენა, გეოლოკაცია, მობილური ტელეფონებიდან და მათი მფლობელების ინფორმაცია.

ფაქტობრივად, FBI არ მალავს, რომ უკრაინულ მხარეს ეხმარება.

„ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და შემდეგ გამოყენება არის ის, რაც FBI-ს დიდი გამოცდილება აქვს“, განუცხადა FBI-ს სპეციალურმა აგენტმა ალექს კობზანეცმა Reuters-ს.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის და დაღუპული სამხედროების დნმ-ის ნიმუშების ანალიზი.

ეს ყველაფერი კიბერუსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია, რომელშიც ორივე ქვეყანა რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს.

FBI ამბობს, რომ არაერთი ამერიკული სპეციალიზებული კომპანია ასევე ჩართულია მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზში და შანსი იმისა, რომ გამოვლინდეს ომის დანაშაულების მაქსიმალური რაოდენობა და მათზე პასუხისმგებელი პირები, ძალიან დიდია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics