|
2023-04-25 16:19:59, 1275 ნახვა
პოლიტიკა
მედვედევი 2008 წლის ომზე - მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა
მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა. მედვედევის თქმით, საქართველოში შეჭრის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო. "უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ე.წ. ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო",- განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებაც "რთული გადაწყვეტილება" იყო. "ესეც ასევე რთული გადაწყვეტილება იყო, ის საჭიროებდა დისკუსიას, დადებით და უარყოფით მხარეების განსაზღვრას, ის საჭიროებდა მაქსიმალურ ყურადღებას",- დასძინა მედვედევმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)