|
2023-04-24 13:28:13, 907 ნახვა
პოლიტიკა
ბოტკოველი - კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა
ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება და როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რაც ყველა პარტიაში ხდება - მსგავსი გადაწყვეტილება კი წინა მენეჯმენტსაც აქვს მიღებული. „ეს არის პროცედურა, რომელიც არის ჩვეულებრივი პროცედურა, არავის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არავისთვის არ შეუწყვეტია. ასეთი გადაწყვეტილება მიუღია პარტიის წინა მენეჯმენტსაც, იმის წინა მენეჯმენტსაც და ეს ნებისმიერ პარტიაში არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც კონკრეტული ადამიანის ამოღება ხდება სიიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიის ლანძღვით არიან მხოლოდ დაკავებულები და პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ ერთვებიან ყოველთვის ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება და არა, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა. აქვე დავამატებ, რომ პარტიაში არანაირი ფლანგები არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯანსაღი ნაწილი, რომლის ფლანგებად დაყოფა ჩემთვის არის მიუღებელი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)