|
2023-04-23 16:02:23, 1246 ნახვა
პოლიტიკა
ქართული მხარე უარყოფს, რომ ბათუმში რუსული საკრუიზო გემი შემოვა
რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და მას აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს. „ზოგიერთი მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან არ აქვს საზღვაო-სამგზავრო, ან საკრუიზო მიმოსვლა. გამოცემა VESTIKAVKAZA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 2023 წელს რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერის „პეტრე დიდი“-ს საქართველოს ნავსადგურებში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუეა,“ – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსული საკრუიზო ლაინერი „პეტრე დიდი“ საქართველოს ნავსადგურებში შემოვა. სააგენტო სოვა, 22 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსეთში 2023 წლიდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ტურისტული საკრუიზო ლაინერი „პეტრე დიდი“. საკრუიზო გემი თავის პირველ მოგზაურობაში მიმდინარე წლის აგვისტოში წავა. გამოცემა Vestnik Kavkaza-ს ცნობით კი, შავ ზღვაში საკრუიზო ლაინერი შევა ნოვოროსიისკის, სოჭის, ბათუმის და სტამბოლის პორტებში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)